- პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: თუშური ფარდაგების დამზადების შესახებ ინფორმაციის მოძიება(კვლევა)მომზადებული მასალის ელექტრონული ვერსიის შექმნა.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას კავკასიის რეგიონში მატყლის მოპოვება–დამუშავების ტექნოლოგიების შესახებ.გამოიკვლევენ თუშური ფარდაგების თავისებურებებს,ფერების მნიშვნელობას და დომინანტობას, ქსოვის ტექნიკას ,ორნამენტს, ფერთა შეხამებას და სხვა.მათმატიკურად გამოიკვლევენ ფარდაგის ზომებს, დაცულ სიმეტრიებს, გეომეტრიულ ფიგურებს, რომელიც ასე მრავლადაა თუშურ ორნამენტში.გააკეთებენ თუშური ფარდაგების ორნამენტის ჩანახატებს, გადაიღებენ ფოტოებს , შეეცდებიან თავიაანთი ფანტაზიები გამოიყენონ სხვადასხვა ორნამენტის შექმნაში . შესაძლებელია ჩაატარონ ქიმიური ცდები და მიიღონ სხვადასხვა მცენარეების გამოყენებით ორიგინალური და ბუნებრივი ფერები. გამოარკვევენ და პარალელს გაავლებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულ საქსოვ დაზგებთან.
მოსწავლეები შექმნიან თუშურ ფარდაგებზე ელექტრონულ წიგნს. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში. შეგროვილ ფოტომასალას განათავსებენ საიტზე, ასევე საიტზე განათავსებენ საქართველოს ულამაზესი კუთხის – თუშეთის ფოტოებს, სადაც იქსოვებოდა უნიკალური თუშური ფარდაგები. - მონაწილეთა ასაკი: 9–11 კლ.
- ვადები/ხანგრძლივობა: პირობითად ერთი წელი.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , რეცეპტების წიგნის ელ.ვერსიის და პლაკატების და ნახაზების მომზადება, პრეზენტაცია. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება სხვსდასხვა საგნებთან.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ შექმნან ფარდაგების ესკიზები, ორნამენტთა განსხვავებული ვერსიები, დაამზადონ ბუნებრივი საღებავები. გაიღრმავებენ ცოდნას ქართული კულტურისა და ტრადიციების სფეროში.
- სარგებელი სხვებისთვის: ამომწურავი ინფორმაცია ამ უძველესი ტრადიციული საყოფაცხოვრებო – სამეურნეო დარგის შესახებ, რათა დავიწყებას არ მიეცეს ჩვენი უძველესი ტრადიციები. შესაძლებელია შეიქმნას ინგლისურენოვანი ვერსიაც.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური. - მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას).მათემატიკაში ( გაიღრმავებენ ცოდნას ალგებრასა და გეომეტრიაში) , ბიოლოგიაში , ქიმიაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (მოძიებული მასალების,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით , ინტერნეტში განთავსება) და სხვა. უცხო ენის ინტეგრირება შესაძლებელია უკვე მომზადებული მასალის თარგმნილი ვებ–გვერდის შექმნით.
- პროექტის ფასილიტატორი: მაია ოდოსაშვილი
- ფასილიტატორის e-mail: m.odosashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://maia-beqa.blogspot.com/
- პროექტის ფორუმი:
четверг, 18 марта 2010 г.
პროექტი–თუშური ფარდაგები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий